четверг, 27 июня 2019 г.

სოციალური პროექტი - საახალწლო კარნავალი. 11.01.2019

სოციალური პროექტის თემა

საახალწლო კარნავალი
11 იანვარი. ნიღბების თეატრი


საგანი/ინტეგრირებული საგნების დასახელება,

პედაგოგი/პედაგოგები
მუსიკა


ელეონორა ფხაკაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი, საბაზო


მოსწავლეთა რაოდენობა
69 - მოსწავლე

მონაწილეთა ასაკი
6-14 წელი

განხორციელების დროის ჩარჩო
5 კვირა.  1,2,3,4,კვირაში ორი დღე.
 მეხუთე კვირაში ყოველდღე.

                                                                

პროექტის აქტუალურობა
ამ პროექტის აქტუალურობა განპირობებულია იმით, რომ გაამდიდრებს მოსწავლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს. აზიარებს მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. ხელს უწყობს ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. მოსწავლეთა გუნდურ მუშაობას, წესრიგს, დისციპლინას. ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს.
პროექტის მიზანი
მოსწავლის მხატვრულ-მუსიკალური აღზრდა ხალხური, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ნიმუშების გაცნობის გზით.მისი ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში და ამისთვის უნარ-ჩვევების განვითარება.
მუსიკის მოსმენის ჩვევის ჩამოყალიბება. მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისა და მუსიკალურ ხელოვნებაზე მსჯელობის უნარის გამომუშავება.
წარმოსახვით-ასოციაციური აზროვნების განვითარება. მუსიკალური სმენის და მეხსიერების, რიტმის გრძნობის განვითარება. მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული სახეობრივი მხარეების დახასიათება. ნაწარმოების გაანალიზება.
მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლე შემოქმედებითად გამოიყენებს მუსიკალური და დრამატული ხელოვნების გამომსახველობით ხერხებს თვითგამოხატვისთვის. ჩაერთვება  ინდივიდუალურ და სხვადასხვა სახის ჯგუფურ მუშაობაში. გააანალიზებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუშს, განმარტავს რა მიზნით არის გამოყენებული კონკრეტული გამომსახველობითი ხერხები. გააცნობიერებს, რომ ხელოვნება მსოფლმხედველობის გამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შეადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნაწარმოებებს. იმსჯელებს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე, მიმდინარეობაზე, შესრულების მანერაზე. მუსიკის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში, ეცოდინება მუსიკალური ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები.

პროექტის ამოცანები
პროექტის  დასაწყისში  მოსწავლეთა  საჭიროებებისა და  ცოდნის დონის გამოკვეთა. პროექტის სათაურის შერჩევა, მიზნების, ამოცანების,  განხორციელების გზების, აქტივობების დასახვა. სიმღერების და ცეკვების შერჩევა, გადანაწილება. თითოეული აქტივობისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დროის განსაზღვრა. პრეზენტაცია კოლეგებთან ერთად, განხილვა, შეფასება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი სედეგები
მუს.II.2.  მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
·         ხმას ააყოლებს მოსწავლეების, მასწავლებლის სიმღერას, მუსიკალურ თანხლებას.
·         სიმღერით იმეორებს მუსიკალურ ფრაზებს.
·         რეაგირებს მასწავლებლის მინიშნებებზე ( ჩუმად, ხმამაღლა, ნელა, ჩქარა, ერთად, თავიდან.....)
მუს. II.8.მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის სასუალებაა.
·         მუსიკალური ფრაგმენტის მელოდიას, დინამიკას ტემპს, რიტმს, უკავშირებს კონკრეტულ განწყობილებას.
მუს. IV.8.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·         მონაწილეობს  კონერტში,კარნავალში,მეჯლისში.
·         წარდგება აუდიტორიის წინაშე შემსრულებლის, შემოქმედის ან კონფერანსიეს როლში.
მუს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია განსაზრვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო განწყობილება, სიუჟეტი, თემა.
·         პანტომიმით გამოხატავს გარკვეულ განწყობილებას.
·         პერსონაჟის ხასიათს უსადაგებს მუსიკალურ ფრაგმენტს.
·         ისმენს თანაკლასელთა აზრს საკუთარ შესრულებაზე.
პროექტში მონაწილეთა გამოცდილების გათვალისწინება
შეუძლიათ სიმღერა მარტო და ხმებში, ასევე აკომპანემენტის თანხლებით და მინუს ფონოგრამაზე. ანსხვავებენ ერთმანეთისგან მუსიკის სხვადასხვა ჟანრს. ცეკვავენ ქართულ და თანამედროვე ცეკვებს.
აქტივობის თანმიმდევრობა
აქტივობა N1 - სკოლაში სხვადახვა კლასებში შევარჩიე მოსწავლეები მიდრეკილებების მიხედვით. შერჩეული მოსწავლეებიდან შევქმენი ჯგუფი.
აქტივობა N2 - მოსწავლეთა  საჭიროებებისა და  ცოდნის დონის გამოკვეთა. ვესაუბრე საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის საშობაო დრადიციებზე. ამავე თემაზე  ვაჩვენე ვიდეო კოლაჟი რომელიც წინსწარ მქონდა მომზადებული.
აქტივობა N3 - ბავშვებს მივაწოდე იფორმაცია თუ როგორი სახის კარნავალის ჩატარებაა შესაძლებელი.
აქტივობა  N4 - ერთდ შევიმუშავეთ პროექტის სახელი.
აქტივობაN5 – მოსწავლეები დავყავი მონაცემების და მიდრეკილებების მიხედვით.
აქტივობა N7 - ყველა ხმას შევასწავლე  სიმღერის თავიანთი პარტია, ამის შემდეგ შევაერთე და დავიწყე მუშაობას ყველა ნომერთან ცალ-ცალკე. ნიუანსზე: პიანო, ფორტე, მაჟორი, მინორი,ალეგრო.......    
აქტივობაN8 - დავამუშავე ცეკვები სცენარის მიხედვით.
აქტივობა N9   15 დეკემბრიდან სწავლება და ნომრების დამუშავება ხდებოდა ყოველ შაბათ კვირას 5 იანვრის ჩათვლით. რეპეტიცია მიმდინარეობდა დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე. თითოეული ნომრის დამუშავება ხდებოდა ერთი  და ზოგიერთ შემთხვევაში 2 საათით. საათი განაწილებული მქონდა ნომრების მიხედვით. თთოეულმა მოსწავლემ იცოდა რომელ საათზე უნდა მოსულიყო. 6 იანვარს დავიბარე ყველა მონაწილე და ცალცალკე დამუშავებული ნომრები შევაერთე, სადაც მივიღე ღონისძიების სახე (კარნავალი).  8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით გავდიოდი მთლიან შეკრულ რეპეტიციას.
აქტივობა N10 - პრეზენტაცია:   11იანვარს 3 საათზე გაიმართა დაგეგმილი კოსტიუმირებული კარნავალი ნიღბების თეატრში.








პროექტის მონიტორინგი და შეფასება
ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას

პროექტში მონაწილეთა (მოსწავლე, მშობელი თემი და სხვ.) ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.

მშობლებს გავაცანი იდეა პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მოეწონათ და გვერდით დგომა გამომიცხადეს. ასევე შევთავაზე მიეღოთ მონაწილეობა კარნავალში, სადაც სამმა მშობელმა გამოთქვა სურვილი პროექტში ჩართულობის. ასევე გამოთქვეს აზრი, რომ ბავშვებს უქირავებდნენ და შეუკერავდნენ ფორმებს რომლის დიზაინიც მე შევთავაზე. ასევე მოაგვარეს ფოტო და ვიდეო გდაღება.
პროექტის განხორცილების რისკებისა და შესაძლო ხარვეზები

პროექტი დაგეგმვის დროს გავთვალე რისკებიც.
შეიძლებოდა რომელიმე მონაწილე ავად გამხდარიყო. ამიტომ ცეკვების შემთხვევაში წყობა განაწილებული მქონდა სხვაგვარად, თუკი გაუთვალიწინებელი მიზეზით რომელიმე მოსწავლე ვერ მოვიდოდა.
სიმღერის შემთხევაში მინუს ფონოგრამასთან ერთად მზად მქონდა პლიუსი ფონოგრამაც.
წამყვანის შემთხვევაში მათი გამოსასვლელი სიტყვა ნასწავლი ჰქონდა სხვა მოსწავლეებსაც.
რესურსი

1.ინტერნეტმასალები:  Wikipedia. YouTube.
2. შეფასების რუბრიკები: ფორტეპიანო, ლეპტოპი, პროექტორი, დინამიკები. ფოტო და ვიდეო კამერა.
ვ)http://biz.aris.ge/ge/travelnews/1512/

პროექტის ხელმძღვანელი
ელეონორა ფხაკაძე
ელფოსტა


                                                                                                   
                                           პროექტის  რეფლექსია      
      ამ პროექტის აქტუალურობა განპირობებულია იმით, რომ მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. სკოლაში თუ სკოლის გარეთ ჩატარებულ პროექტებში.  გაუჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა და წარმოჩენის უნარი. ერთმანეთთან, სსსმ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან კომუნიკაციის უნარი. პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და შესრულება.
პირველ რიგში პროექტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე სკოლის დირექორს და მოადგილეს. მათმა მაქსიმალური გვერდით დგომა გამომიცხადეს. ამის შემდეგ გავესაუბრე სკოლის ყველა ჯგუფის დამრიგებელს. მოიწონეს იდეა და დამპირდნენ გვერდით დგომას.
 დეკემბრის დასაწისში დავნიშნე იმ ბავშვთა მშობელთა კრება, რომელებიც  მონაცემებიდან
გამომდინარე შეძლებდნენ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. დახმარება ვსთხოვე დამრიგებლებს,  რათა ასეთი შესაძლებლობის მოსწავლეთა მშობელს დაკავშირებოდნენ  და კრებაზე მოეწვიათ.
 3 დეკემბერს კრება შედგა. მშობლებს გავაცანი პროექტის შინაარსი და მიზანი. შევთავაზე მათაც მიეღოთ მონაწილეობა. სიხარულით მიიღეს ეს გამოწვევა და გვერდით დგომა აღმითქვეს. ასევე მოაგვარებდნენ საორგანიზაციო საკითხებს: მონაწილე ბავშვებისთვის ფორმები, ფოტო და ვიდეო გადაღება.მათი ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის მეტი სტიმულის მომცემი გახდა.
პროექტის  დასაწყისში ბავშვებთან  ერთდ შევარჩიე პროექტის სათაური, მიზნები, ამოცანები,  განხორციელების გზები, აქტივობები. გამოვკვეთე  მოსწავლეთა  საჭიროებები და  ცოდნის დონე. შესაძლო რისკები და ხარვეზები.
განვსაზღვრე შეფასების რუბრიკები.
განვიხილეთ ჩემს მიერ შერჩეული სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეთა შესაძლებლობის მიხედვით გავანაწილე როლები. განვიხილეთ და შევიმუშავეთ აქტივობისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო. მათთან შეთანხმებით შევარჩიე რეპეტიციის დღეები და საათები. მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებას.
ვაყურებინე ვიდეო თუ როგორ აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყანა შობა-ახალ წელს. ვისაუბრეთ დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციაზე. გამოთქვეს თავიანთი აზრი.
ოთახში სადაც ვატარებდი რეპეტიციას გამოკრული მქონდა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა. თითოეული აქტივობის  განხორციელების პროცესში მოსწავლეებს ვაძლევდი კომენტარს. კომენტარის გამოყენებით ვახალისებდი მათ, ვუთითებდი გასაუმჯობესებელი საკითხების დაძლევის მიზანსა  და განხორციელების გზებზე ისე, რომ მოსწავლისთვის ეს არ ყოფილიყო ,,პირდაპირი  შენიშვნა“ აუდიტორიის წინაშე.  
რეპეტიციები ჩატარდა: 15,16,22,23,29,30 დეკემბერს.  5,6,8,9,10 იანვარს. 11 იანვარს 3 საათზე ჩატარდა ღონისძიება პროექტი სახელით ,,საახალწლო კარნავალი’’.
                                                 პროექტის შედეგები
სრულყოფილად მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პროექტი ყველა კომპონენტში იყო წარმატებული, თითოეულ კომპონენტს ჰქონდა სხვადასხვაგვარი დატვირთვა და ემოცია.   წარმატებით შესრულდა ყველა ნომერი. კარნავალის დასრულების შემდეგ იყო მხურვალე ტაში და შეძახილები. სკოლის დირექტორის, მოადგილეს და რესურსცენტრის ხელმძღვანელის სასიამოვნო და უმაღლესი შეფასება. ბევრი მადლობა მშობლების და მოწვეული სტუმრებისგან. პროექტმა მიაღწია დასახულ მიზანს. მოსწავლეებმა და მშობლებმა გამოთქვე სურვილი კიდევ დაიგეგმოს სხვა სახის პროექტი სადაც ისევ მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და მოდიფიცირება არ მომხდარა. მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ, რომ ჩავრთო მეტი მშობელი.
პროექტის დასრულების შემდეგ სკოლაში ჩავატარე პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პედაგოგები, სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები. მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა,  მივაღწიე დასახულ მიზანს, ამ პროექტით  ჩემი გამოცდილება გავუზიარე კოლეგებს.
ფოტო მასალა განვათავსე სკოლის და ჩემს პირად facebook-ზე
https://www.facebook.com/pg/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94-12-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90-1567972733427855/photos/?tab=album&album_id=1568946746663787