вторник, 2 июля 2019 г.

სოციალური პროექტის თემა

,,ალილო’’    საშობაო მსვლელობა
                                       
საგანი/ინტეგრირებული საგნების დასახელება,


პედაგოგი/პედაგოგები
მუსიკა

ელეონორა ფხაკაძე

სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური

მოსწავლეთა რაოდენობა
24 - მოსწავლე


მონაწილეთა  ასაკი


6 – 12 წელი
განხორციელების დროის ჩარჩო
10 კვირა.  გაკვეთილის მეცადინეობის დრო 1სთ და 30 წუთი.  კვირაში ორი დღე.
პროექტის აქტუალურობა
ამ პროექტის აქტუალურობა განპირობებულია, იმით, რომ სკოლაში დამკვიდრდეს ტრადიცია საშობაო მსვლელობა ქალაქში და გუნდის წევრებმა ალილოს  გარდა ისწავლონ სხვადასხვა საგალობლები და ქართ.ხალხ. სიმღერები.  მიიღონ მონაწილეობა ქალაქის სხვადასხვა ღონისძიებებში.
პროექტის მიზანი

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, შესწავლილი და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ,,ალილოს’’, საგალობლების და ქართ.ხალხ. სიმღერის მოსმენით გარჩევა და რამოდენიმე მათგანის შესწავლა. საგალობლების და სიმღერების შესწავლა ხელს შეუწყობს სმენის და ხმის დამუშავებას.
მარადიულ ფასეულობებზე, ზნეობრივ ღირებულებებზე დაფიქრება  მსჯელობა.
     ხელი შეეწყობა კვლევის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, კომუნიკაციის უნარ ჩვევების განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგი
ბავშვები გაიზრდებიან, როგორც კარგი მსმენელები და შემსრულებლები. სიღრმისეულად ეცოდინებათ მოსმენილი და შესწავლილი დაგალობლების სიმღერების წარმოშობის ისტორია. სურვილი გაუჩნდებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ ქართული ფოლკლორის შესახებ.
პროექტის  ამოცანები
პროექტის  დასაწყისში  მოსწავლეთა  საჭიროებებისა და  ცოდნის დონის გამოკვეთა. პროექტის სათაურის შერჩევა,
მიზნების, ამოცანების,  განხორციელების გზების, აქტივობების დასახვა, საგალობლების და სიმღერების შერჩევა და განაწილება ხმების მიხედვით. დამხმარე ლიტერატურის მითითება. თითოეული აქტივობისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დროის განსაზღვრა. პრეზენტაცია.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
მუს.II.2.  მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
·         ხმას ააყოლებს მოსწავლეების, მასწავლებლის სიმღერას, მუსიკალურ თანხლებას.
·         სიმღერით იმეორებს მუსიკალურ ფრაზებს.
·         რეაგირებს მასწავლებლის მინიშნებებზე ( ჩუმად, ხმამაღლა, ნელა, ჩქარა, ერთად, თავიდან.....)
მუს. II.8.მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის სასუალებაა.
·         მუსიკალური ფრაგმენტის მელოდიას, დინამიკას, ტემპს, რიტმს უკავშირებს კონკრეტულ განწყობილებას.
·         საუბრობს მუსიკის მოსმენით აღძრულ შთაბეჭდილებებზე.
მუს.IV.5. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
·         კონკრეტული ამოცანის შესაბამისად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას.
მუს.VI.7. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და შეფასება.
·         მსჯელობს მუსიკალური ნაწარმოების შესრულებაზე.
·         ახასიათებს შემსრულებელთა შემადგენლობას.
·         ამოიცნობს მოსმენისას ნაცნობ მუსიკალურ ფორმებს.
მუს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს მუსიკალური ნაწარმოებები.
·         ადარებს ერთი და იმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებს და საუბრობს მათ დამახასიათებელ ნიშნებზე.
·         ახასიატებს ნაცნობ მუსიკალურ ფორმებს.

პროექტში მონაწილეთა გამოცდილების გათვალისწინება

შეუძლიათ სიმღერა მარტოხმებში და აკომპანემენტის თანხლებითიციან მუსიკალური ტერმინებიანსხვავებენ ერთმანეთისგან კლასიკურ და ხალხურ სიმღერებსსაკრავებსრამოდენიმე მათგანი უკრავს ფანდურზე.




აქტივობების
თანმიმდევრობა

აქტივობა N1 - მოსწავლეთა  საჭიროებებისა და  ცოდნის დონის გამოკვეთა. ზეპირი გამოკითხვით დავადგენ   საიდან წარმოიშვა სიტყვა ,,ალილო’’. აქვთ თუ არა მოსმენილი ალილო და რომელი კუთხის. შეუსრულებიათ თუ არა თვითონ, თუკი იციან ვთხოვ შეასრულონ. იციან თუ არა რომელიმე საეკლესიო  საგალობელი. ძირითადად სად სრულდება.
აქტივობა  N 2 – მოვასმენინებ სვანურ, რაჭულ, ქალაქურ ალილოს და ვისაუბრებთ მსგავსება განსხვავებაზე.
აქტივობა  N3 - ერთდ შევიმუშავებთ პროექტის სახელს.       
აქტივობაN4 - დავალებად მივცემ სახლში მოისმინონ სხვადასხვა კუთხის ალილო და შემდეგ შევისწავლით რამოდენიმე ვარიანტს.
აქტივობაN5 - დამხმარე ლიტერატურის და მითითება.
აქტივობაN6 - ალილოს შემდეგ ვისაუბრეთ აჭარული ,,განდაგანა’’-ს შესახებ და გადავწყვიტეთ ამ სიმღერის შესწავლა და შესრულება ფანდურის თანხლებით.
სკოლაში შევარჩიე მოცეკვავეთა 2 წყვილი, რომლებიც სიმღერის ცოცხალი შესრულების ფონზე იცეკვებენ.
 აქტივობა N7 - თითოეული ბავშვი გავამღერე ფორტეპიანოს თანხლებით და გადავანაწილე ხმების მიხედვით. ( 3 ხმათ)                                                                                                                                                                       
აქტივობაN8 - ყველა გაკვეთილი დავიწყე თითოეული ხმის გამღერებით. ყველა ხმას შევასწავლე საგალობლების და სიმღერის თავიანთი პარტია, ამის შემდეგ შევაერთე და დავიწყე მუშაობა ყველა ნიუანსზე.პიანო, ფორტე, მაჟორი, მინორი......
ორი დღის განმავლობაში ცალკე დავიბარე ის 4 ბავშვი რომელმაც იცოდა ფანდურზე დაკვრა და შევასწავლე ,,განდაგანა’’, ამის შემდეგ ეს ბავშვებიც დავიბარე იმ დღეებში როდესაც გუნდის მონაწილეები მყავდა დაბარებული და ფანდურთან ერთად შევაერთეტ უკვე ნასწავლი სიმღერა.
აქტივობა N9   1 ნოემრიდან 6 იანვრის ჩათვლით  კვირაში 2 დღე  1სთ 30 წუთი მიმდინარეობდა მეცადინეობა. ( ოთხშაბათს და შაბათს ) სკოლაში.
  აქტივობა N10 - პრეზენტაცია:                                   
6 იანვარი: საღამოს 5 საათზე  ფაიტონით მსვლელობა მოვაწყვეთ ქალაქის  სხვადასხვა უბნებში ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა გუნდის  წევრებმა. შემდეგ ავედით  ბაგრატის ტაძარში, სადაც ბავშვთა გუნდმა შეასრულა საგალობლები ( ქალაქური და სვანური  ,,ალილო’’  ,,წმიდაო ღმერთო’’ ,,მამაო ჩვენო’’ ,,ჯვარსა შენსა’’).
ბაგრატის ტაძრის შემდებაგრატის ტაძრის შემდეგ ვესტუმრეთ სკოლის დირექტორს ქ-ნ ნათია სულავას, სადაც გუნდმა შეასრულა ქალაქური ,,ალილო’’ და ,,განდაგანა’’ სიმღერა და ცეკვა ფანდურების თანხლებით.
7 იანვარი: დღის 11 საათზე დავიწყეთ მსვლელობა ისევ ფაიტონით, ვესტუმრეთ ქალაქის მერიას, სადაც დიდი სიხარულით მიგვიღო ქალაქის მერმა. გუბერნატორმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.  ბავშვები დაასაჩუქრეს ტკბილეულით.  გუნდმა შეასრულა  სვანური ,,ალილო’’ და ,,განდაგანა’’.

პროექტის მონიტორინგი და შეფასება
ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას

პროექტში მონაწილეთა (მოსწავლე, მშობელი თემი და სხვ.) ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.

პროექტის განხორცილების რისკებისა და შესაძლო ხარვეზები

რესურსი
.ინტერნეტმასალები:  Wikipedia.
2. შეფასების რუბრიკები: ფორტეპიანო, ლეპტოპი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა. 
3.https://www.youtube.com/watch?v=GuD_4oIg6xY  სამების მგალობელთა ვაჟთა გუნდი,  ქართული ხმები, ანსამბლი ალილო.
პროექტის ხელმძღვანელი
ელეონორა ფხაკაძე
ელფოსტა
elopxakadze@gmail.com





პროექტის  რეფლექსია:

      ამ პროექტის აქტუალურობა განპირობებულია, იმით, რომ სკოლაში დამკვიდრდეს ტრადიცია საშობაო მსვლელობა ქალაქში და გუნდის წევრებმა ალილოს  გარდა ისწავლონ სხვადასხვა საგალობლები და ქართ.ხალხ. სიმღერები.  მიიღონ მონაწილეობა ქალაქის სხვადასხვა ღონისძიებებში.
პროექტის  დასაწყისში მათთან ერთდ შევარჩიე პროექტის სათაური, მიზნები, ამოცანები,  განხორციელების გზები, აქტივობები , განვსაზღვრე შეფასების რუბრიკები.  გამოვკვეთე  მოსწავლეთა  საჭიროებები და  ცოდნის დონე.
მოსწავლეთა სურვილის მიხედვით შევარჩიიე და და გავანაწილე თემები. აქტივობისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო. მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებას.  მოიძიეს მასალები ინტერნეტით.  ხდებოდა მოკვლეული მასალების გაანალიზება და ახალი აქტივობების დაგეგმვა. განვსაზღვრე თითოეული აქტივობისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო. მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას.
მოსწავლეებმა შეაგროვეს და  დაახარისხეს ინფორმაცია, მათთან  ერთად განვიხილე მოპოვებული ინფორმაცია, შევაფასე  წინასწარ შემუშავებული რუბრიკით, მივეცი რჩევები. მოსწავლეებმა დაამზადეს სლაიდშოუ მოძიებული მასალების მიხედვით, შემდეგ შევასწავლე საგალობლები. სვანური და ქალაქური ალილო, წმიდაო ღმერთო, მამაო ჩვენო, ჯვარსა შენსა, განდაგანა.
  თითოეული აქტივობის  განხორციელების პროცესში მოსწავლეებს ვაძლევდი  განმავითარებელ კომენტარს. მაგ.გამოვიყენე ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა. განმავითარებელი კომენტარის გამოყენებით ვახალისებდი მათ, ვუთითებდი გასაუმჯობესებელი საკითხების დაძლევის მიზანსა  და განხორციელების გზებზე ისე, რომ მოსწავლისთვის ეს არ ყოფილიყო ,,პირდაპირი  შენიშვნა“ აუდიტორიის წინაშე.  
თითოეული ბავშვი გავამღერე ფორტეპიანოს თანხლებით და გადავანაწილე ხმების მიხედვით. ( 3 ხმად) .                                                                                                                                                                  ყველა გაკვეთილი დავიწყე თითოეული ხმის გამღერებით. ყველა ხმას შევასწავლე საგალობლების და სიმღერის თავიანთი პარტია, ამის შემდეგ შევაერთე და დავიწყე მუშაობა ყველა ნიუანსზე.პიანო, ფორტე, მაჟორი, მინორი......
ორი დღის განმავლობაში ცალკე დავიბარე ის 4 მოსწავლე რომელმაც იცოდა ფანდურზე დაკვრა და შევასწავლე ,,განდაგანა’’, ამის შემდეგ  ყველა მონაწილე დავიბარე ერთ დღეს შეთანხმებულ საათზე  და ფანდურთან ერთად შევაერთეთ უკვე ნასწავლი სიმღერა.
სკოლაში შევარჩიე მოცეკვავეთა 2 წყვილი, რომლებიც სიმღერის ცოცხალი შესრულების ფონზე იცეკვებენ.
   1 ნოემრიდან 6 იანვრის ჩათვლით  კვირაში 2 დღე  1სთ 30 წუთი მიმდინარეობდა მეცადინეობა. ( ოთხშაბათს და შაბათს ) სკოლაში.
ალილოს მსვლელობამდე ორი დღით ადრე სკოლაში ჩავატარე  პრეზენტაცია. დირექციას და შეფასების ჯგუფს ვანახე ყვლა ის ნომერი რომელსაც გამოვიყენებდი მსვლელობის დროს.    
6 იანვარს საღამოს 5 საათზე  ფაიტონით მსვლელობა მოვაწყვეთ ქალაქის  სხვადასხვა უბნებში ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა გუნდის  წევრებმა. შემდეგ ავედით  ბაგრატის ტაძარში, სადაც ბავშვთა გუნდმა შეასრულა საგალობლები ( ქალაქური და სვანური  ,,ალილო’’  ,,წმიდაო ღმერთო’’ ,,მამაო ჩვენო’’ ,,ჯვარსა შენსა’’).
ბაგრატის ტაძრის შემდეგ ვესტუმრეთ სკოლის დირექტორს ქ-ნ ნათია სულავას, სადაც გუნდმა შეასრულა ქალაქური ,,ალილო’’ და ,,განდაგანა’’ სიმღერა და ცეკვა ფანდურების თანხლებით.
7 იანვარს დღის 11 საათზე დავიწყეთ მსვლელობა ისევ ფაიტონით, ვესტუმრეთ ქალაქის მერიას, სადაც დიდი სიხარულით მიგვიღო ქალაქის მერმა, გუბერნატორმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.  ბავშვები დაასაჩუქრეს ტკბილეულით.  გუნდმა შეასრულა  სვანური ,,ალილო’’ და ,,განდაგანა’’.
ორი დღის განმავლობაში ამ მსვლელობას დაყვებოდა  ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტი და ოპერატორი. ასევე მონაწილე ბავშვების მშობლები, ნათესავები. მსვლელობას სიხარულით და ოვაციებით ხვდებოდა ქალაქის მცხოვრებლები.
გადაღებული მასალა მეორე დღეს (8 იანვარს) გავიდე ტელეკომპანია რიონის ეთერში. 
ასევე მასალა ავტვირთე სკოლის და პირად facebook- ზე.
                    
        


 პროექტის შედეგები:

სრულყოფილად მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პროექტი ყველა კომპონენტში იყო წარმატებული, თითოეულ კომპონენტს ჰქონდა სხვადასხვაგვარი დატვირთვა და ემოცია, რადგან ვერ შევადარებ ერთმანეთს ეკლესიაში გალობას, ქალაქის მერიაში სტუმრობას, სკოლის დირექტორთან სტუმრობას და ქალაქში ფაიტონით მსვლელობას. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს  სურვილი გაუჩნდათ ისწავლონ მეტი ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები. სურვილი აქვთ ყოველწლიურად მოვაწყოთ მსგავსი მსვლელობა. ასევე სურვილი გაუჩნდათ პროექტში ჩართვის სკოლის სხვა მოსწავლეებსაც. მომავალ წელს პროექტის საჭიროებებს  გავაუმჯობესებ იმით, რომ დავამატებ ფანდურთა რაოდენობას, რადგან ნომრის გარეთ შესრულების დროს ჟღერადობა იყოს უფრო ძლიერი. პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და მოდიფიცირება არ მომხდარა. მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ, რომ ვესტუმრო და მივულოცოთ მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლებს და მივუტანოთ საჩუქრები.
პროექტის დასრულების შემდეგ სკოლაში ჩავატარე პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები,მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა,  მივაღწიე დასახულ მიზანს, ამ პროექტით  ჩემი გამოცდილება გავუზიარე კოლეგებს.




                                          
ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა


#
კრიტერიუმები

შეფასება
1.
მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას

კარგად
2.
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება
 მაქსიმალურად           
3.
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია

კარგად
4.
იცავს დროის ლიმიტს

კარგად
5.
დავალების მიზანი განსაზღვრული აქვს

კარგად
6

თანამშრომლობა

კარგად






                                                     ფოტომასალა     







სოციალური პროექტის თემა

   ,, ფლეშმობი ‘’
1 ივნისი,  ბავშვთა დაცვის დღე.


საგანი/ინტეგრირებული საგნების დასახელება,

პედაგოგი/პედაგოგები
მუსიკა


ელეონორა ფხაკაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური


მოსწავლეთა რაოდენობა
38 - მოსწავლე

მონაწილეთა ასაკი
6-12 წელი

განხორციელების დროის ჩარჩო
5 კვირა.  გაკვეთილის მეცადინეობის დრო  3 საათი.
 კვირაში ორი დღე.

პროექტის აქტუალურობა
ამ პროექტის აქტუალურობა განპირობებულია, იმით, რომ სკოლაში მოსწავლეებს გაუჩნდეთ სურვილი მათი შესრულებული ცეკვებით და სიმღერებით თანაქალაქელებს მიულოცონ ბავშვთა დაცვის დღე და ქალაქის სხვადასხვა ღონოსძიებებში მიიღონ მონაწილეობა.

პროექტის მიზანი
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ შესწავლილი და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, მარადიულ ფასეულობებზე, ზნეობრივ ღირებულებებზე დაფიქრება მსჯელობა. მათი შემოქმედებით როგორ შეიძლება ადამიანებს აჩუქონ რამოდენიმე სასიამოვნო წუთები.
ხელი შეეწყობა კვლევის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, კომუნიკაციის უნარ ჩვევების განვითარებას.
        

მოსალოდნელი შედეგი
სურვილი გაუჩნდებათ მოუსმინონ და ისწავლონ როგორც ქართ. ხალხ. სიმღერები და ცეკვები, ასევე კომპოზიტორის მიერ დაწერილი ნაწარმოებები, როგორც ქართული ასევე უცხოური.




პროექტის ამოცანები
პროექტის  დასაწყისში  მოსწავლეთა  საჭიროებებისა და  ცოდნის დონის გამოკვეთა. პროექტის სათაურის შერჩევა, მიზნების, ამოცანების,  განხორციელების გზების, აქტივობების დასახვა, საგალობლების და სიმღერების შერჩევა და განაწილება ხმების მიხედვით. დამხმარე ლიტერატურის მითითება. თითოეული აქტივობისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დროის განსაზღვრა. პრეზენტაცია.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი სედეგები
მუს.II.2.  მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
·         ხმას ააყოლებს მოსწავლეების, მასწავლებლის სიმღერას, მუსიკალურ თანხლებას.
·         სიმღერით იმეორებს მუსიკალურ ფრაზებს.
·         რეაგირებს მასწავლებლის მინიშნებებზე ( ჩუმად, ხმამაღლა, ნელა, ჩქარა, ერთად, თავიდან.....)
მუს. II.8.მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის სასუალებაა.
·         მუსიკალური ფრაგმენტის მელოდიას, დინამიკას, ტემპს, რიტმს უკავშირებს კონკრეტულ განწყობილებას.
·         საუბრობს მუსიკის მოსმენით აღძრულ შთაბეჭდილებებზე.
მუს. IV.8.მოსწავლეს სეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·         მონაწილეობს კლასის კონერტში,კარნავალში,მეჯლისში.
·         წარდგება აუდიტორიის წინაშე შემსრულებლის, შემოქმედის ან კონფერანსიეს როლში.
მუს.VI.3. მოსწავლეს სეუძლია განსაზრვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო განწყობილება, სიუჟეტი, თემა.
·         პანტომიმით გამოხატავს გარკვეულ განწყობილებას.
·         პერსონაჟის ხასიათს უსადაგებს მუსიკალურ ფრაგმენტს.
·         ისმენს თანაკლასელთა აზრს საკუთარ შესრულებაზე.
პროექტში მონაწილეთა გამოცდილების გათვალისწინება
შეუძლიათ სიმღერა მარტო და ხმებში,ასევე აკომპანემენტის თანხლებით და მინუს ფონოგრამაზე.ანსხვავებენ ერთმანეთისგან მუსიკის სხვადასხვა ჟანრს. ცეკვავენ ქართულ და თანამედროვე ცეკვებს.
აქტივობის თანმიმდევრობა
აქტივობა N1 - სკოლაში ჩავატარებ კონკურს მომღერალ და მოცეკვავე მოსწავლეთა შორის. გამარჯვებული მოსწავლეებიდან შევქმნი ჯგუფს.
აქტივობა N2 - მოსწავლეთა  საჭიროებებისა და  ცოდნის დონის გამოკვეთა. ზეპირი გამოკითხვით დავადგენ იციან თუ არა 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე როგორ და როდის წარმოიშვა. არ ცოდნის შემთხვევაში მე მივაწოდებ ინფორმაციას ამ დღესთან დაკავშირებით.
აქტივობა N3 - ავუხსნი ბავშვებს თუ როგორი სახის ფლეშმობის ჩატარება მსურს.
აქტივობა  N4 - ერთდ შევიმუშავებთ პროექტის სახელს.
აქტივობაN5 – მოსწავლეები გავყავი ორ ჯგუფად. მომღერლები და მოცეკვავეები.
თითოეული ბავშვი გავამღერე ფორტეპიანოს თანხლებით და გადავანაწილე ხმების მიხედვით.
ასევე გადავანაწილე მოცეკვავეები.
აქტივობა N7 -      ყველა ხმას შევასწავლე  სიმღერის თავიანთი პარტია, ამის შემდეგ შევაერთე და დავიწყე მუშაობა ყველა ნიუანსზე.პიანო, ფორტე, მაჟორი, მინორი......     ასევე დავამუშავეთ სიმღერა (პეპი).                                                                                                                                                         
აქტივობაN8 - დავამუშავეთ 8 სხვადასხვა ცეკვის ნაწილი.
აქტივობა N9   23 აპრილიდან 1 ივნისის 19 მაისამდე კვირაში 2 დღე მომღერლებს ვიბარებდი 1 საათით, ხოლო მოცეკვავეებს 2 საათით.  ( ოთხშაბათს და შაბათს ) სკოლაში. 19 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით კი ყველა მონაწილეს ვიბარებდი ერთად, რადგან შევკარით ცალ-ცალკე ნასწავლი სიმღერები და ცეკვები და მივეცით საერთო სახე (ფლეშმობი).
აქტივობა N10 - პრეზენტაცია:
აქტივობა N11 – 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს გაბაშვილის პარკში და ქალაქის ცენტრალულ ბაღში მოვაწყვეთ ფლეშმობი. კოსტუმირებული ფორმებით.






პროექტის მონიტორინგი და შეფასება
ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას

პროექტში მონაწილეთა (მოსწავლე, მშობელი თემი და სხვ.) ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.


პროექტის განხორცილების რისკებისა და შესაძლო ხარვეზები


რესურსი

1.ინტერნეტმასალები:  Wikipedia.
2. შეფასების რუბრიკები: ფორტეპიანო, ლეპტოპი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა. 
https://www.youtube.com/results?search_query=emili+da+bavSvebi
https://www.youtube.com/results?search_query=tarantela
პროექტის ხელმძღვანელი
ელეონორა ფხაკაძე
ელფოსტა
elopxakadze@gmail.com







პროექტის  რეფლექსია:
      ამ პროექტის აქტუალურობა განპირობებულია იმით, რომ მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა ქალაქის სხვადასხვა ღონისძიებებში. გაუჩნდეთ სურვილი სხვა საერო თუ საეკლესიო დღესასწაულები მიულოცონ თანატოლებს და არა მხოლოდ მათ. გაუჩნდეთ სურვილი სიკეთის კეთების.
პროექტის  დასაწყისში მათთან ერთდ შევარჩიე პროექტის სათაური, მიზნები, ამოცანები,  განხორციელების გზები, აქტივობები , განვსაზღვრე შეფასების რუბრიკები.  გამოვკვეთე  მოსწავლეთა  საჭიროებები და  ცოდნის დონე.
მოსწავლეთა სურვილის მიხედვით შევარჩიიე და და გავანაწილე თემები. აქტივობისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო. მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებას.  მოიძიეს მასალები ინტერნეტით.  ხდებოდა მოკვლეული მასალების გაანალიზება და ახალი აქტივობების დაგეგმვა. განვსაზღვრე თითოეული აქტივობისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო. მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას.
მოსწავლეებმა შეაგროვეს და  დაახარისხეს ინფორმაცია, მათთან  ერთად განვიხილე მოპოვებული ინფორმაცია, შევაფასე   წინასწარ შემუშავებული რუბრიკით, მივეცი რჩევები. მოსწავლეებმა დაამზადეს სლაიდშოუ მოძიებული მასალების მიხედვით.
   თითოეული აქტივობის  განხორციელების პროცესში მოსწავლეებს ვაძლევდი  განმავითარებელ კომენტარს. მაგ.გამოვიყენე ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა. განმავითარებელი კომენტარის გამოყენებით ვახალისებდი მოსწავლეებს, ვუთითებდი გასაუმჯობესებელი საკითხების დაძლევის მიზანსა  და განხორციელების გზებზე ისე, რომ მოსწავლისთვის ეს არ ყოფილიყო ,,პირდაპირი  შენიშვნა“ აუდიტორიის წინაშე.  

პროექტის შედეგები:
სრულყოფილად მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პროექტი ყველა კომპონენტში იყო წარმატებული, თითოეულ კომპონენტს ჰქონდა სხვადასხვაგვარი დატვირთვა და ემოცია.,, ფლეშმობის’’ დასრულების შემდეგ როგორც გაბაშვილის პარკში ასევე ქალაქის ცენტრალურ ბაღშიც მონაწილეები გამვლელმა მაურებელმა დააჯილდოვა ტაშით და დიდი ოვაციებით. ბავშვებისთვის ეს საქციელი დიდი სტიმული იყო. ასევე რადგან ვერ შევადარებ ერთმანეთს ამ ორ სვხვადასხვა ადგილზე ჩატარებულ  ,,ფლეშმობს’’ იმით, რომ მონაწილე ბავშვებს გავუკეთე სიურპრიზი ქალაქის ბაღში, ცეკვის შემდეგ დავურიგე ჰელიუმის ბუშტები, რომლებიც რამოდენიმე ცუთის შემდეგ გაუშვეს, რამაც დიდი ემოცია გამოიწვია მათში. სურვილი გამოთქვეს მეტი სიმღერის და ცეკვის შესწავლის, რადგან მომავალ წელსაც მოცაწყოთ მსგავსი ღონისძიება. ასევე სურვილი გაუჩნდათ პროექტში ჩართვის სკოლის სხვა მოსწავლეებსაც. მომავალ წელს პროექტის საჭიროებებს  გავაუმჯობესებ იმით, რომ დავამატებ ,,ფლეშმობისთვის’’ კიდევ სხვა ადგილს. პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და მოდიფიცირება არ მომხდარა. მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ, რომ ცეკვებში ჩავრთო მშობლებიც.
გადაღებული მასალა განვათავსე სკოლის და პირად facebook-ზე.
ასევე You Tube - ზე.
პროექტის დასრულების შემდეგ სკოლაში ჩავატარე პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები,მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა,  მივაღწიე დასახულ მიზანს, ამ პროექტით  ჩემი გამოცდილება გავუზიარე კოლეგებს.





ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა

                                                            
#
კრიტერიუმები


შეფასება


1
მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას


კარგად


2
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება

 მაქსიმალურად           


3
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია


კარგად


4
იცავს დროის ლიმიტს,


კარგად


5
დავალების მიზანი განსაზღვრული აქვს


კარგად


6
თანამშრომლობა


კარგად










                                               ფოტომასალა